LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
შოთა წურწუმია

შოთა წურწუმია

შოთა წურწუმია დაიბადა 1989 წლის 24 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემში.

2006 წელს დაამთავრა ლეწურწუმეს საჯარო სკოლა. 2009-2013 წლებში სწავლობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 2013-2015 წლებში იმავე უნივერსიტეტში გაიარა სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

ბავშვობიდან განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა როგორც სპორტის, ისე სიტყვის ხელოვნების მიმართ. სპორტულ გზაზე იგი განსაკუთრებით დაუკავშირდა „შოტოკან კარატე-დოს“ მიმართულებას. 2008 წელს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მიენიჭა I დანი (შავი ქამარი), ხოლო 2009 წელს — მწვრთნელის კვალიფიკაცია. 2010-2013 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელობდა კარატეს წრეს. 2024 წლიდან მშობლიურ ლეწურწუმეში ამზადებს ბავშვებს აღნიშნულ სახეობაში, რომელთაც უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს საქართველოს მასშტაბით გამართულ ტურნირებში.

2014-2017 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს წევრი და პარალელურად მუშაობდა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. 2021-2025 წლებში იკავებდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.

ლიტერატურული საქმიანობა სტუდენტობის პირველი წლებიდან დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში. 2013 წელს გამოიცა ბავშვობისდროინდელი ლექსების კრებული „რითაც მე ვსუნთქავ“, ხოლო 2016 წელს — მეორე კრებული „მე, სიმარტოვე და პოეზია“.

შოთა წურწუმიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელია შინაგანი განცდის, ადამიანური სევდის, სიყვარულის, მარტოობისა და სამშობლოსადმი ერთგულების თემატიკა. მის პოეზიაში იგრძნობა უშუალო ემოციურობა, პირადი გამოცდილების სიღრმე და სიტყვასთან გულწრფელი დამოკიდებულება. მისი ლექსები ხშირად ეყრდნობა სულიერ ძიებას, ცხოვრებისეულ დაკვირვებასა და იმ განცდებს, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროს განსაკუთრებული სინატიფით წარმოაჩენს. სწორედ ეს გულწრფელობა და ბუნება ქმნის მისი პოეტური ხმის ინდივიდუალურ სახეს.

ნამეტანი აირია საქარათველო

✍️ შოთა წურწუმია
👁️ 6 ნახვა
ღამეა, გარეთ ცოფებს ყრის ქარი,
სევდამ მოიცვა გულმკერდი ერთობ,
თუ ჩემს სამშობლოს სიკვდილი ელის,
მეც ნუ მაცოცხლებ მომკალი, ღმერთო!
. . . . . . . . . .

ნამეტანი აირია საქარათველო,
უნდობლობის ვირუსია მოდებული.
რად გამხდარა ურჩი მტრების სათარეშო,
ღვთისმშობლისწილ მშვიდ ქვეყაანდ წოდებული?!

ნამეტანი გაიკრიფნენ ქართველები,
ძმისადმ მტრობით თვით ტაძრებიც გალახულა,
თავად ღმერთმა გვისახსოვრა ეს სამოთხე,
სხვა სამოთხე ჯერ ხომ ქვეყნად არ ნახულა!

რისთვის გინდა, სხვა ქვეყნის ვარდს დაეუფლო,
თუ ასე ძან გერჩის, ძმაო, მკლავში ღონე,
შენს ზურგს უკან ბაღნარია გადშლილი,
შორს ნუ წახვალ, შენს მიწა-წყალს უპატრონე!

საქართველო ერთია და სხვას ვერ ჰპოვებ,
დღეში ასჯერ რომ ეწვიო მთელს დუნიას,
დიდ ილიას მგზავრის წერილს გადახედე,
დაგმწყემსავს და აგატირებს ლელთღუნია.

დღეს თბილისი ჩემს სტუმრობას არ შეჰხარის,
ვერ ვნახულობ მის სანუკვარ მთებს და გმორებს...
მთაწმინდაზე ბინის დადგმა მწადდა, მაგრამ,
ქართლის დედას თვალი ვეღარ გავუსწორე.

წუხელ, გზაზე, თვით ილას ეტლს შემოვხვდი,
სევდით იჯდა მცირე ერის დიდი შვილი,
საქართველოს მომავალზე ლოცულობდა,
გულსაკლავად მწუხარე და თავდახრილი.

კრძალვით მიველ, მოწიწებით მივესალმე,
მანკი მითხრა: თქვენ ხართ, შვილო, ქვეყნის სახე,
მხოლოდ ერთს გთხოვთ და ეს თხოვნა შემისრულეთ,
მტერთუძლევი საქართველო დამანახეთ!

მე კი გავშრი, ენის დაძვრაც ვერ შევძელი,
თითქოს, გულში გაეწია ვინმეს ტყვია,
მივანიშნე: გწამდეთ, თავს რომ არ დავზოგავ...
ვაგრძნობინე, პირობა არ მიმიცია.

ასე დავყვეთ, თითქმის ხუთი ოქროს წუთი.
ვისრუტავდი მისით მოწვდილ სხივთა ფერებს,
ჩავეხუტე და თან მწარედ ავქვითინდით,
ღვთიურ შუბლზე ვემთხვიე და მოვეფერე!

ბოლოს მითხრა_თავად ჰპოვეთ გზა და კვალი,
ნუ აჰყვებით მტრის მხრივ მოწვდილ უნდო როლებს_
და რომ დაძრეს ულაყებმა მის არსებას,
თვალზე უფრო შორს თვით გული გავაყოლე.

ის მიჰქროდა და მის მხარეს იხრებოდნენ,
კლდეთა ფარა და ლშქარი ხეთა ტოტის,
ეტლს გვირგვინად ცის ჭერდაჭერ მიჰყვებოდა,
ერთი სხივნათელი სიტყვა_პატრიოტი.

მე კი გულში ისტორია გადავფრცლე,
ბრჭყვილებდა თამარის და დათოს ხანა
და მყოფადზე აწმყოს თვალით მღელვარებამ,
ერთ სანატრელ მტკიცებამდე მიმიყვანა_

ახლა არგებს ჩვენს სამშობლოს ფრთების გაშლა,
ფესვის მორწყვა გადაარჩენს მოზარდ რტოებს,
დიდ ილიას ახლა უნდა დაფასება
და რუსთველის გენიალურ ნაწარმოებს!

ძმებო, თუ გვსურს, ჩვენს მიწა-წყალს არ მოედოს,
დედათ ცრემლთა მღელვარებით გლოვის ობი,
სამშობლოს გულს მაჯისცემად შევაგებოთ,
გონების და ენერგიის შენადნობი.

გორგასალის შმაგ ულაყზე ჩვენ ავმხედრდეთ,
ჩვენ ვიშიშვლოთ სააკაძის მძიმე ხმალი
და სამასი არაგველის უკვდავ სულებს
მივაგებოთ შემართების ნაპერწკალი!



ბრძოლის ველზე თუკი ფეხი მოგვისხლტდება,
ადგომაში შევაშველოთ ყველამ ძალა,
ტალახიო_ვის წამოცდა, არ გრცხვენიათ?!
წინაპართა სისხლი ჯერაც არ გამაშრალა.

დამარცხება? კაი ერთი, ნუ მაცინებთ!
ფეხის ნაცვლად, ფრენით ვივლით გზას, წინ სავალს,
და რომც მომკლან, სულით ვინღა დამაჩოქებს,
მე დიდ შალვას და ივანეს შთამომავალს?!

წართმეულ ფრთებს ნებით თუ არ გვიბრუნებენ,
ჩვენც წავართვათ, ღელვისა და რწმენის ძალით,
დრო ტილოა და გონებით კოხტად ვხატოთ,
ჩვენ ხელთაა ჩვენი ქვეყნის მომავალი!

მტერს ბრძოლაში უყოყმანოდ შევებმები,
და რომც სეტყვად დამაყარონ გულზე ტყვია,
სიკვდილამდე ერთხელ მაინც წავიმღერებ_
საქართველოს გამარჯვება უწერია!

დიდ-პატარა ყველა ერთად დავირაზმოთ,
მშვიდად ძილი და სიფხიზლე ჩვენც თუ გვინდა,
მაშ, ხვალიდან ჩვეულ ხმაზე ავამღეროთ:
თვით სამება, გელათი და ნიკორწმინდა...

ეჰ! როგორ მსურს, ძლიერი და ერთიანი,
საქართველო დავიხატოთ ზედ მთელს გულზე
და იღბალმაც, ღვთიურ ხმაზე ჩაგვჩურჩულოს_
აგიხდებათ, ნუ იდარდებთ ზე-ქვე თქმულზე.

ვის არ სჯერა, მითხარით და დავაჯერებ,
რეალობის აღარ შეგრცხვეთ ოღონდ მერე,
შუბით ხელში,თეთრი რაშის გუმბათიდან
მაღალ ხმაზე გადმოგძახებთ, დამიჯერეთ!

აჰა, შეჰხეთ, ჩვენი ქვეყნის ურიცხვ ლაშქარს,
წინ მოუძღვის ცხრა ვაჟკაცის დედა ელო,
აფრიალებს დიდრონ დროშას ზედ წარწერით:
ვიბრძოლოთ და გაბრწყინდება საქართველო!

და ჩვენც თუ გვსურს, უახლოეს მომავალში,
გამარჯვებით დაუბრუნდეს ქარქაშს ხმალი,
დრო ტილოა და გონებით კოხტად ვხატოთ,
ჩვენ ხელთაა, ჩვენი ქვეყნის მომავალი!
← ყველა ლექსის ნახვა