ლაშა გვასალია
ვით ბეთანია...
✍️
ლაშა გვასალია
📅
2025 წ.
👁️
116 ნახვა
⭐ გამორჩეული
რამ დამასიზმრა დაღლილი ღმერთი,
ჩაფიქრებული ვით ბეთანია,
ნისლოვან სივრცეთს ცრემლებით ვერთვი,
ლურჯად გათვალულ ცით უთენია...
რად დამიდუმდი, ბედის გუმანო,
რად გიკანკალებს ქვიშის ხელები,
და ძველებურად ვეღარ გურმანობ -
გადაჭლექებულ დღეთა ხველებით...
მზე იზმორება დილა ძლეული,
მეც ვთენდები და დარდი თან მახლავს,
უშემოდგომო ზმნით მოწეული
ბეთანიაში მივფრინავ ახლა,
რომ შევიცოდო დაღლილი ღმერთი,
სევდაძლეული ვით ბეთანია!..
ჩაფიქრებული ვით ბეთანია,
ნისლოვან სივრცეთს ცრემლებით ვერთვი,
ლურჯად გათვალულ ცით უთენია...
რად დამიდუმდი, ბედის გუმანო,
რად გიკანკალებს ქვიშის ხელები,
და ძველებურად ვეღარ გურმანობ -
გადაჭლექებულ დღეთა ხველებით...
მზე იზმორება დილა ძლეული,
მეც ვთენდები და დარდი თან მახლავს,
უშემოდგომო ზმნით მოწეული
ბეთანიაში მივფრინავ ახლა,
რომ შევიცოდო დაღლილი ღმერთი,
სევდაძლეული ვით ბეთანია!..