LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
გია ჯიჭონაია

გია ჯიჭონაია

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1989 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „მსურდა ლოცვა“. 2004 წელს გამოსცა სონეტების კრებული „სიყვარულის სონეტი“. 2014 წელს გამოიცა გია ჯიჭონაიას 4 ტომი ციკლიდან „ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობის ქრონიკა“:

„წერილები ბედნიერებას“ (სონეტები). „მთვარის აბაზანები“ (ლექსი პროზად).
„ოცდამეერთე საუკუნის ქალთა ილუზიები“. (ნოველები).
„უკანასკნელი გასეირნება“. (ნოველები, მოთხრობები).
„ოქროს ხანა“, ლირიკური დრამა. ლექსები, სონეტები.
2020 წელს გამოვიდა „კოლხური კირბები“, „მარტოობის ელეგიები“ და „კერიასთან მოსაყოლი რობაიები“, რომელსაც მწერალთა კავშირის პრემია გადაეცა.

გია ჯიჭონაიამ შექმნა ლექსის ახალი ფორმა, რომელსაც დაარქვა კირბები. კირბები პირველად დაიწერა მეგრულად, შემდეგ ითარგმნა სხვა ენებზე. კოლხური კირბების უკრაინულად თარგმნილ კრებულს კიევში 2019 წელს გადასცეს უკრაინა-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა უმაღლესი, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია. თბილისში კირბებს გადაეცა ილია ჭავჭავაძის პრემია. 2021 წელს, თბილისში გამოიცა გია ჯიჭონაიას მეგრულენოვანი კირბები, სონეტები, რობაიები და კრებული „წარსულიდან მომავლამდე“.

2021 წელს „კოლხური კირბების“ ინგლისურად თარგმნილი კრებული გამოიცა საფრანგეთში (გამომცემელი edidion999)[2] გია ჯიჭონაიას მეგრული კირბები თარგმნილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე.

გია ჯიჭონაიას კირბების ნახვა შესაძლებელია პოპულარულ ვებ-გვერდ amazon.com-ზე.[3]

ფაზისის აკადემიის საერთო კრების 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, გია ჯიჭონაია აირჩიეს ფაზისის აკადემიის წევრად.

გია ჯიჭონაია არის „ღვთისმშობლის კვართის მცველთა ორდენის“ წევრი.

ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი

✍️ გია ჯიჭონაია
👁️ 60 ნახვა
ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
ჩემო მფარველო ანგელოზო, მომეცი ხელი,
ნაზო,უცნობო სიხარულო, როგორ მიყვარხარ!
როდესაც ჩემზე აუგს თხზავენ, შენ იქ აღარ ხარ,
ჩემსკენ მოქრიხარ და მე მჯერა ისევ მიშველი.
როდესაც შენზე ვფიქრობ,მინდა ვიყო სულგრძელი,
თუ არ გამომდის, მაპატიე,შენ ხომ იქაც ხარ,
ხშირად ნერვები აღარ მყოფნის,ღამეებს დავხრავ,
დავდივარ მარტო და ცრემლები მასველებს წრფელი.
ჩემი ცხოვრების გაზაფხული ოცნებას რგავდა,
მინდა მოვიმკა სიხარული ბრწყინვალე წამის,
თუკი სიმართლის სიყვარული ჩემში მინაცრდა,
მაშინვე მოვკვდე მონაწილე შავბნელი დრამმის.
ჩემო მფარველო ანგელოზო მოდი ჩემთან და
სადაც არ უნდა ვიყო, არ მიმატოვო,ამინ+
P.S.
აქ კვლავ დაობენ ერთმანეთში არაფრისათვის,
ერთნაირ სახით შემოგყურებს მომხრეც და ანტიც,
მე კი ვიხარე, სიზმრად ვნახე რაფაელ სანტის
ესკიზი რომის სანტა დელ პაჩეს ტაძრისათვის.
← ყველა ლექსის ნახვა